ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ მერსედესის მწარმოებელი კომპანიის Daimler-ის კაპიტალიზაციას გადააჭარბა. ამის მთავარი მიზეზი კი კომპანიის მიერ გერმანიაში Gigafactory 4 ქარხნის გახსნის გადაწყვეტილება გახდა.
საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა Tesla-სთვის უცხო არაა, მას გასულ წელსაც გაეზარდა ფასი, მაგრამ ეს ზრდა ხანმოკლე აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ამჯერადაც ასე შეიძლება მოხდეს, თუმცა, ფაქტია, რომ კომპანიის მხრიდან არსებულმა დადებითმა მოლოდინებმა პოზიტიური გავლენა იქონია და მის აქციებზე ფასი 2%-ით 63 მილიარდ 70 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა „მერსედესის“ მშობელი კომპანიის საბაზრო ღირებულება 62 მილიარდ 780 მილიონს შეადგენს.
ცნობისთვის, საავტომობილო კომპანიების კაპიტალიზაციის მიხედვით, ამერიკული ბრენდი „ტესლა“, „ტოიოტასა“ და „ფოლკსვაგენის“ შემდეგ მესამე ადგილზეა.