ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის თქმით, კომპანიის ავტომობილების შეძენა უკვე ბიტკოინითაც არის შესაძლებელი.
მისივე ცნობით, ბიტკოინებით ამ ელექტრომობილის შეძენა შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს, კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ მილიარდ 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო კრიპტოვალუტა ბიტკოინში. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ უახლოესი მომავლიდან მიიღებს ბიტკოინს, როგორც მისი პროდუქციის შესაძენ საშუალებას.