16:09
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე ილონ მასკმა მხოლოდ ერთ წელში 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
09-05-2021

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 2020 წელს 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2018 წელს მასკი კომპანიას შეუთანხმდა, რომ მისი ანაზღაურება აქციების ოპციონის სახით მომხდარიყო. 2020 წელს კომპანიამ საკუთარ გენერალურ დირექტორს აქციების შესყიდვის უფლება მისცა, რაშიც ილონ მასკმა მხოლოდ 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარი დახარჯა, დღეს კი ამ აქციების ღირებულება 13 მილიარდ 300 მილიონი დოლარია. ამის შედეგად 2020 წელს Tesla-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ილონ მასკის შემოსავალმა 11 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მისი ახლო კონკურენტების მაჩვენებლებს ათობით აღემატება.

Forbes-ის შეფასებით, ამ ეტაპზე მასკი თავის შემოსავალს რეალურ თანხად ვერ გადააქცევს, რადგან ოპციონის პირობების თანახმად, ის ამ აქციებს მინიმუმ 5 წელი უნდა ფლობდეს.

Forbes-ის სიაში ილონ მასკი, 164 მილიარდ 400 მილიონი დოლარის ქონებით, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია. ის მხოლოდ ჯეფ ბეზოსს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიც 189 მილიარდ 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები