ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla-მ განაცხადა, რომ ავტომობილების წარმოება და შესაბამისად, მათი მიწოდება მიმდინარე წლის მეორე კვარტლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა. როგორც ირკვევა, ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მყიდველებს 95 ათას 200 ელექტრომობილი მიაწოდა, აქედან 17 ათას 650 Model S და Model X, ხოლო 77 ათას 550 Model 3-ი იყო.მეორე კვარტლის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით მეტია, ვიდრე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის წარმოება/მიწოდება. ანგარიშის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა რეაგირება საფონდო ბირჟებზე, სადაც კომპანიის აქციებზე ფასმა 7%-ით მოიმატა.ცნობისთვის, მიწოდების მხრივ კომპანიის წინა რეკორდი 2018 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა, როცა Tesla-მ 90 ათას 700 ავტომობილის რეალიზება მოახერხა.