კომპანია Panasonic-ი ემზადება ახალი ლითიუმ-იონის ელემენტების წარმოებისთვის, რომლის შემდეგაც კომპანია Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები 20%-ით უფრო მეტი მანძილის დაფარვას შეძლებენ, ვიდრე აქამდე. ეს კი თავად Panasonic-ს საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიოს ელემენტების მწარმოებელ სამხრეთ კორეულ და ჩინურ კომპანიებს.
მოსალოდნელია, რომ ახალი ტიპის ელემენტები ელექტრომობილებს სვლის მარაგს მნიშვნელოვნად გაუზრდის. იაპონური კომპანიის ინფორმაციით, ამ ტიპის ელემენტებით ავტომობილების წარმოება დაჩქარდება, სწორედ ამ მიზნისთვის კი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო აკუმულატორების განვითარების კუთხით.
Panasonic-მა ახალ ელემენტებზე მუშაობა Tesla-ს დაკვეთით დაიწყო, რომელსაც საკუთრივაც ჰქონდა გეგმაში დამოუკიდებლად ემუშავა ამ ტიპის ელემენტებზე. ილონ მასკის თქმით, სურს, მისმა კომპანიამ თავადაც აწარმოოს ელემენტები და მომწოდებლებისგანაც შეისყიდოს. მისივე ინფორმაციით, ის შეისყიდის ელემენტებს როგორც Panasonic-ისგან, ასევე სხვა მწარმოებლებისგან.