კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასმა ამერიკის საფონდო ბირჟებზე ორშაბათს პირველად გადალახა 500-დოლარიანი ნიშნული ერთ ერთეულზე. NASDAQ-ის ინფორმაციით, თბილისის დროით 13 საათისთვის კომპანიის აქციაზე ფასი 517 დოლარამდე და 14 ცენტამდე გაიზარდა, ეს კი 8,2%-იანი მატებაა.როგორც ინტერნეტ პორტალი Market Insider-ი იუწყება, აღნიშნული განაპირობა ანალიტიკური კომპანია Oppenheimer-ის შეფასებამ, რომლის თანახმადაც Tesla-ს აქციებზე ფასმა შესაძლოა დროდადრო 612 დოლარს მიაღწიოს.
გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით წერს, რომ Tesla-ს ელექტრომობილების სფეროსა და აკუმულატორების წარმოებაში საკვანძო უპირატესობები გააჩნია.