Tesla ყოფილი თანამშრომლისგან, რომელმაც კომპანიის კომერციული ინფორმაცია მოიპარა და მედიას ცრუ მონაცემები მიაწოდა, 167 მილიონ დოლარს ითხოვს. CNBC-ს ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული პირის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ ივნისში ილონ მასკმა კომპანიის თანამშრომლებს გაუგზავნა წერილი, სადაც წერდა, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი „მასშტაბურ საბოტაჟს“ ეწეოდა საწარმოში, ასევე არაკანონიერად ავრცელებდა კონფიდენციალურ კომერციულ ინფორმაციას. თუმცა, თანამშრომლის სახელი წერილში დაკონკრეტებული არ იყო.