20:05
28 მაისი, 2022, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Tesla-მ კრიპტოვალუტა Dogecoin-ის მიღება დაიწყო
18-01-2022

კომპანიამ Tesla-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აპირებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისას ანაზღაურების სახით მიიღოს კრიპტოვალუტა Dogecoin-ი. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

აღნიშნული კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება კომპანიის ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი, სადაც გარდა ელექტრომობილისა, შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ სამოსი, აქსესუარები და სხვა ნივთები. პროდუქტი, რომლის შეძენაც შესაძლებელია ციფრული ვალუტით, მონიშნულია სპეციალური ნიშნით. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ Dogecoin-ით შეძენილი პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას. აქვე წერია, რომ ინტერნეტ-მაღაზია არ იღებს სხვა ტიპის კრიპტოვალუტებს.

თავად ილონ მასკმა კი Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ Tesla-ს შეძენა ახლა უკვე Dogecoin-ითაც არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ Dogecoin-ზე ილონ მასკს არაერთხელ გამოუთქვამს მისი პოზიტიური დამოკიდებულება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები