ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ბიტკოინებზე ელექტრომობილების გაყიდვა შეწყვიტა. მიზეზად კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა ამ კრიპტოვალუტის გამომუშავების არაეკოლოგიური გზები დაასახელა.
მისივე თქმით, კომპანია მანამ არ გაყიდის თავის ბიტკოინებს, სანამ კრიპტოვალუტის მდგრადი ენერგიის წყაროებიდან მოპოვება არ დაიწყება. მილიარდერი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტებს დამაიმედებელი მომავალი აქვთ, თუმცა არ შეიძლება მათი განვითარება „ბუნების განადგურების ხარჯზე“.
8 თებერვალს Tesla-მ მილიარდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა, რის შემდეგაც კომპანიამ განაცხადა, რომ ამ კრიპტოვალუტას თავისი პროდუქციის რეალიზაციის საშუალებად მიიღებდა. თუმცა, მოგვიანებით კომპანიაში ამ ინვესტიციას „უპასუხისმგებლო“ უწოდეს.