გამოცემა Electrek-ის (ელეკტრეკ) ცნობით, ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla Model 3-ის (ტესლა მოდელ სამი) წარმოების მოცულობა დღეში ათას ავტომობილამდე გაზარდა. გამოცემას ამის დასტურად ილონ მასკის წერილი მოჰყავს, რომელიც მან ხელქვეითებს დაუგზავნა.
ცნობისთვის, Model 3 კომპანიის სამოდელო გამაში ყველაზე დაბალფასიანი ელექტრომობილია, რომლის სასტარტო ღირებულება 35 ათასი დოლარს შეადგენს.