ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla მაღაზიების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით პროდუქციაზე ფასებს 3%-ით ზრდის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების ზრდა შეეხება უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს, მათ შორის, Model S-სა და Model X-ს, თუმცა ზრდა არ შეეხება ამ დროისთვის კომპანიის წარმოებაში არსებულ ყველაზე დაბალფასიან - 35 ათას დოლარიან Model 3-ს.
კომპანიის განცხადებით, ძველი ფასით ყიდვის მსურველებს შეკვეთების გაკეთება 18 მარტამდე შეეძლებათ. ეს ნაბიჯი კომპანიის მხრიდან გასულ თვეს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, „ტესლა“ ავტომობილების ონლაინ გაყიდვებზე გადადის, რათა 35 ათას დოლარიანი Model 3 გაყიდვაში შეინარჩუნოს.