ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დღეს შესაძლოა ის მოწმე დაიკითხოს, რომელსაც ახმედ ჩატაევი საქართველოში შემოსვლამდე დაუკავშირდა და საქართველოს ხელისუფლებისადმი მუქარის გადაცემა დაავალა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა განაცხადა.ნანა ხუნჯუას თქმით დღევანდელ სასამართლო პროცესზე იგეგმება დაცვის მხარის შესავალი სიტყვის მოსმენა და ასევე მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყება.