პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის.