ნიგერიაში, ბორნოს ოლქში ტერორისტების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფება “ბოკო ჰარამის“ წევრებმა განახორციელეს. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, „ბოკო ჰარამი“ ცნობილია ტერორისტული საქმიანობით ნიგერიასა და მის მეზობელ კამერუნში.