03:40
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ბიზანტიურ სიტყვასთან „ფოლი“, რაც სპილენძის სამონეტო ერთეულს წარმოადგენდა
13-04-2022

დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელ საშუალებას მიეძღვნება, რომლის მოსაპოვებლად ადამიანები უზარმაზარ ძალისხმევას დებენ. ფული - სხვადასხვა სახის სასაქონლო ბრუნვის საშულება, წარმოების, საბითუმო და დაცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულება. ტერმინი „ფული“ ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ბიზანტიურ სიტყვასთან - „ფოლი“, რაც სპილენძის სამონეტო ერთეულს წარმოადგენდა. მისი წარმომავლობის შესახებს არაერთი ვერსიაა, მათ შორის რომაული მითოლოგიური ფესვებითაც კი, თუმცა, ზოგადი მნიშვნელობა კონკრეტულმა სახელმა მოგვიანებით შეიძინა.

დღესდღეობით ფულის გარეშე შეუძლებელია არსებობა. მსოფლიო ფინანსურ სისტემაზეა აწყობილი, რაც შესაბამისად ადამიანის განხვავებული შესაძლებლობებით არსებობას განაპირობებს. ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. ცალკეულ ქვეყანაში ზოგადად ფულს და მით უფრო მოგვიანებით წარმოქმნილ სავალუტო ერთეულს საკუთარი ისტორია აქვს რაც თითოეულ მათგანს გარკევულწილად უნიკალურს ხდის.
ითვლება, რომ პირველად მონეტები ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში გამოჩნდა. ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 500 წელს კი, სპარსეთის მეფე დარიავახუშმა „ეკონომიკური რევოლუცია" მოახდინა თავის სახელმწიფოში, შემოიღო რა მონეტები ოფიციალური გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ, ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი – უფრო შორსა და შორს. იმ დროისთვის მონეტების ბეჭვდის სახსრები და შესაძლებლობები რა თქმა უნდა მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი, ვერცხლის ან მათი შენადნობით მზადდებოდა, მაგრამ მალე ძვირფასი ლითონების სიმცირემ განაპირობა მონეტების სპილენძისა და ბრინჯაოთი ჩანაცვლება. თუ ძვირფასი ლითონით დამზადებული მონეტა თავად წარმოადგენდა ღირებულებას, ფულის მოცულობას ახლა უკვე მათზე დატანილი ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები განაპირობებდნენ. მონეტის შექმნამ მის ორივე მხარეს საჭირო გამოსახულების აუცილებლობა განაპირობა, შესაბამისად დღემდე ყველა მონეტას გაარჩევდით წინა და უკანა მხარე რომელთაც მოიხსენიებენ შემდეგნაირად: წინას უწოდებენ ავერსს და უკანა მხარეს – რევერსს.

AutoPlay
ნახეთ როგორია სათვალის 10 საუკუნოვანი ისტორია
22-06-2022
ბეჭდური მედია, რომელიც ჟურნალ-გაზეთების პერიოდულ გამოცემას გულისხმობს ყოველთვის იყო, არის და იქნება ინფორმაციის საშუალება - ნახეთ როგორია ბეჭდური მედიის წარმოების გზა
15-06-2022
ნახეთ როგორია საკერავი მექანიზმის ოთხსაუკუნოვანი ისტორია
08-06-2022
ზარი - ხალხის სიხარულის, მწუხარებისა და დღესასწაულის სიმბოლო
01-06-2022
ჩაიდანი - ტრადიცია, რომელიც განსხვავებული კულტურის ნაწილია
25-05-2022
საყვირის თავდაპირველი ფუნქცია ხმის მიწვდენა იყო, მოგვიანებით ის მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ღონისძიებების თანმდევი გახდა - ნივთის მუსიკალურ ინსტრუმენტებად გამოყენება კი მხოლოდ მე-14 მე-15 საუკუნეში დაიწყეს
18-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები