თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება. პროექტს, "ექსიმგრუპი" განახორციელებს, რისთვისაც 2 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია 70 ადამიანის დასაქმებას შეძლებს და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 ათასი ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულს ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად ექსპორტზე გავა.