ავტოსაგზაო შემთხვევა თერჯოლის რაიონში. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. აღნიშნული მანქანით პირადი შემადგენლობა სიმონეთის პოლიგონზე სწავლებაში მონაწილეობის მიზნით გადაჰყავდათ, ავარიის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულები სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მე-400 მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო სპეციალური, ან სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპულუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აწარმოებს.