დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და თხოვა, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღმა 30 ივნისამდე გადაიწიოს.ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იტყობინება. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მესამედ არ დაუჭირა მხარი ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას Brexit-ის შესახებ. ამგვარად, ბრიტანეთის პარლამენტმა არ შეასრულა ევროკავშირის პირობა, რომლითაც Brexit-ის თარიღი 22 მაისისთვის გადაიწეოდა თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა შეთანხმებას. ევროკავშირის გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე 12 აპრილამდე უნდა გავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელს არ წარუდგენს ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატიულ ვარიანტებს.