დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ Brexit-ზე კენჭისყრის შემდეგ გადადგომის პირობა დადო. აღსანიშნავია, რომ მეიმ გადადგომის სავარაუდო თარიღად ივნისის პირველი კვირა დაასახელა.
ამასთანავე კონსერვატიული კომიტეტი 1922-ის თავმჯდომარემ გრემ ბრედიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს მტკიცედ სურს ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა დამთელი მისი ძალისხმევა ამისკენ არის მიმართული, რის შემდეგაც ის თანამდებობას დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული "ბრექსითის" გეგმა ბრიტანეთის პარლამენტმა 3-ჯერ უარყო.