22:36
18 ივნისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტერეზა მეი - მოვიდა დრო ვთქვათ - კმარა!
04-06-2017

მოვიდა დრო ვთქვათ - კმარა!, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRA-ს, სხდომის დასრულების შემდეგ დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის თქმით, კონტრტერორისტული სტრატეგია გადასინჯვას საჭიროებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს ისლამისტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ითანამშრომლებს სხვა წამყვან ქვეყნებთან, რათა ინტერნეტი აღარ იყოს „უსაფრთხო სივრცე“ ექსტრემისტებისთვის.

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს. პრემიერ მინისტრმა დიდ ბრიტანეთში მომხდარ სხვა ტერორისტულ თავდასხმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მარტიდან 5 თავდასხმა მოხდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმი ტერორიზმს ბადებს.

პრემიერმა 8 ივნისს გასამართ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღი, მომხდარის მიუხედავად, უცვლელი დარჩება. ეს გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ლონდონის მერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

AutoPlay
გივი მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკო-ს კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე კოვიდინფიცირებულებში გამოიყენებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფარული მიყურადება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო სომეხ ბიზნესმენებზე ძებნა გამოაცხადა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები