დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგომას არ გეგმავს. ამის შესახებ ბი-ბი-სი იუწყება. მას შემდეგ რაც, ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვა. "ლეიბორისტების" ლიდერმა, ოპოზიციონერმა ჯერემი კორბინმა ვადამდელი მეის გადადგომისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, „კონსერვატორებმა“ 309 ადგილი მიიღეს. მიუხედავად გამარჯვებისა, „კონსერვატორებმა“ ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. მეორე ადგილზე 258 მანდატით „ლეიბორისტული პარტია“ გავიდა.