18:15
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტერასა ჯგუფმა ორასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
08-04-2020

კორონა ვირუსის გამო შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის ფონზე დეველოპერულმა კომპანია ტერასა ჯგუფმა  თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში ორასამდე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.
დეველოპერული კომპანია ტერასა ჯგუფის კომერციული დირექტორის თამარ გაფრინდაშვილის თქმით ტერასა ჯგუფი აღნიშნულ საქველმოქმედო კამპანიას მომავალშიც გააგრძელებს და ჯამში ათასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაბამისი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საკრებულო აღნიშნულ კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა ატარებს, რომლის ფარგლებშიც ისინი ბიზნეს სექტორის დახმარებით სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს სურსათისა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები