05:50
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
"ტერასა ჯგუფმა" ბათუმში პრემიუმ კლასის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
04-06-2019

"ტერასა ჯგუფმა" ბათუმში პრემიუმ კლასის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. "ტერასა ბათუმი" 29 -სართულიანი კომპლექსია და ჯამში, 525 აპარტამენტს მოიცავს. მისი ნაწილი სასტუმროს ტიპის იქნება, ნაწილი კი კომერციულ ფართებს, აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპოტდარბაზს, კონსიერჟის მომსახურებას, კაფეს, რესტორანსა და პირველ სართულზე მდებარე საპარკინგე ადგილს მოიცავს. "ტერასა ბათუმი" ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილს შეიტანს. როგორც "ტერასა ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა თამარ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, "ტერასა ბათუმი" ინვესტორებს საშუალებას მისცემს, პრემიუმ-ხარისხი ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიიღონ.  აღსანიშნავია, რომ "ტერასა ჯგუფი” ბაზარზე შემოვიდა სრულიად ინოვატორული ხედვით, რაც მოიცავს არა მხოლოდ ხარიასხიან მშენებლობასა და პროექტირებას, არამედ მის აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაში.


"ტერასაჯგუფი"  2015 წელს დაარსდა, 2017 წლის რებრენდინგის შედეგად კი სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა "ტერასა ჯგუფის" სახელით.  კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას.  მწვანე სახურავი  მრავალფეროვანი მცენარეებით და გამწვანების შერწყმა არქიტექტურაში, მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან არის დაკავშირებული.  აღსანიშნავია, რომ გასული 2 წლის მანძილზე "ტერასა ჯგუფმა" თბილისში 5 მშენებლობა დაასრულა, ექვსს კი ამ დროისთვის ახორციელებს.

AutoPlay
GWP-იმ ისნის პანდუსთან, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
განათლების სამინისტრო კომპანიებს კადრების გადამზადებისთვის გაღებულ ხარჯებს უფინანსებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ნათია თურნავა სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
რა დაჯდება აეროპორტიდან ტაქსით გადაადგილება - ტაქსის მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება „ბენე ექსკლუზივს“ მიენიჭა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
"შიმშილობის მსოფლიო ინდექსში" საქართველო 39-ე ადგილზეა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები