ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "პალიტრანიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.დაკავებული ბექა ბექაური საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება. ბექაურმა დანაშაული უკვე აღიარა.მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა.