16:26
30 მაისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
22-08-2016
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ. ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულებია არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს - მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.
AutoPlay
სუს-ი ჩორჩანასთან ოკუპანტების მიერ ახალი ნიშნულების გაკეთების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
პოლიციამ წერეთლის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიკროავტობუსებში, ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
დეტროიტში დემონსტრაციის დროს 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევები ბოლო 24 საათის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები