ფლორიდაში, ფორტ ლოდერდეილის აეროპორტში სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 10-მდე მოქალაქე. შეიარაღებულმა თავდამსხმელმა აეროპორტში ცეცხლი მოულოდნელად გახსნა. მომხდარი ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტერორისტულ აქტად უკვე შეაფასა. ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. ის 26 წლის ესტებან სანტიაგოა, რომელიც ალასკაზე ცხოვრობს და დაცვის სამსახურში მუშაობს. "სი ენ ენის" ცნობით, თავდამსხმელი ალასკას ეროვნულ ამიაშიც ირიცხებოდა. გარდა ამისა ნოემბერში ის FBI-ის შენობას ესტუმრა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა მას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა. ამჟამად თავდამხმელი დაკავებულია. თავდასხსმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.