"ტერაბანკის" სესხებისა და ანაბრების გათამაშების პირველ შუალედურ გათამაშებაში გამარჯვებული გამოვლინდა. სახლის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელი თამარ ტყავაშვილი გახდა. ტერა ბანკმა მასშტაბური, უპრეცედენტო გათამაშება სახელწოდებით „აიწყე ცხოვრება“ 22 თებერვალს დაიწყო. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მომხმარებელს, 1000 ლარის ოდენობის სესხის აღების ან ანაბრის გახსნის შემთხვევაში აქვს.
გათამაშება 15 ივნისამდე გაგრძელდება და კიდევ 2 შუალედური, ხოლო 1 ფინალური გათამაშება გაიმართება. ფინალში გამარჯვებული მომხმარებელი მოიგებს გარემონტებულ ბინას ვაკეში, ახალ ავტომობილს Toyota RAV4, ხელფასს 2000 ლარის ოდენობით და საგზურს ევროპის ნებისმიერი მიმართულებით.
"ტერაბანკის" ფინალურ გათამაშებაში გამარჯვებული 20 ივნისს დაჯილდოვდება.