გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. მისთვის გამოძიების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სატელიტიდან საპირისპირო ფოტომასალას წარუდგენენ, სადაც ფოტოზე მისი შვილის ავტომანქანა იქნება გამოსახული. ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.
ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად მივიდა, სადაც მას მაგისტრატ მოსამართლესთან კითხავენ.