თეონა აქუბარდია - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არ არის რაკეტასავით, გაისროლო და დაივიწყო, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გეტყვიან: "კი" - ამას მუშაობა სჭირდება, ამ დროს კი ​პრეზიდენტს და ოპოზიციას ​პარლამენტის კარს უხურავ - Palitra News

თეონა აქუბარდია - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არ არის რაკეტასავით, გაისროლო და დაივიწყო, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გეტყვიან: "კი" - ამას მუშაობა სჭირდება, ამ დროს კი ​პრეზიდენტს და ოპოზიციას ​პარლამენტის კარს უხურავ

2022-03-04 21:37:07+04:00

განაცხადი შეიტანეს, მაგრამ ეს არ არის რაკეტასავით, გაისროლო და დაივიწყო, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გეტყვიან: "კი", ამას სჭირდება მუშაობა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას.მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ განაცხადის შეტანას მუშაობა მოჰყვეს, ხელისუფლება პრეზიდენტსა და ოპოზიციას პარლამენტს უკეტავს.