შესაძლოა, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებები გამიზნული პროვოკაციის ნაწილი იყოს, განაცხადა თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციის ინტერესებში შედიოდეს.
რაც შეეხება სინოდის კრებას, აბაშიძის შეფასებით, სხდომაზე სავარაუდოდ, მეუფე იაკობის სკანდალურ გამონათქვამებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ