ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება.
როგორც "პალიტრანიუსს" თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, კვლევაში 500-მდე ის პაციენტი ჩაერთვება, რომლებიც კორონავირუსს კლინიკებში მკურნალობდნენ.ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევა დაახლოებით ორ კვირაში, თებერვლის დასაწყისში დაიწყება. მისივე თქმით, პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.
ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით CNN-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა. რომლის თანახამადაც კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა.