ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი. როგორც მან "პალიტრანიუსს" განუცხადა, თითო პაციენტს მედიკამენტის 6 ფლაკონი სჭირდება, შესაბამისად, შეძენილი ოდენობა მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი.
ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, მედიკამენტი დაენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც არიან ჰოსპიტალში, არიან ჟანგბადდამოკიდებულები და დაინფიცირებიდან 12-დღე არაა გასული.
პაციენტებისთვის "რემდესივირის" გაცემას სპეციალური კომისია გადაწყვეტს.