ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება.
კლინიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან. ამასთან, თუ ბრუნვაში წავა „სინოფარმი“, ამით აცრის შესაძლებლობა ყველა ასაკის ადამიანს ექნება.
მისივე განმარტებით, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები და საქართველო მესამე კვარტალში ალბათ, მიიღებს ერთ მილიონ დოზა „ფაიზერს“ და ერთ მილიონ დოზა „ნოვოვაქსს“.