თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონის" შესახებ ისაუბრა. ინფექციონისტის განცხადებით, არსებულ ტესტებს „ომიკრონის“ შტამის გამოვლენა უჭირს. თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას მიმართ, რომ თუ მათ კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაგრამ ტესტები დადებით პასუხს არ აჩვენებს, მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდ დადებითები და დარჩნენ იზოლაციაში.