ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ პროტექციონიზმის შემთხვევბი საქართველოც იყოს და ზოგიერთი პაციენტი კლინიკაში პროტექციით ხვდებოდეს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პაციენტები მათთან ობიექტური კრიტერიუმებით და რიგითობით მოხვდნენ.