თენგიზ კალანდია - ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემა-ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც - Palitra News

თენგიზ კალანდია - ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემა-ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

2019-06-05 14:02:58+04:00

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ალაპარაკდა. როგორც ის საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, სასურველი ჩვენების მისაცემად მასა და მის შვილებს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. კალანდია მზადაა, თითოელი პოლიციელის სახელი და გვარი დაასახელოს და აღნიშნულ საკითხზე გამოძიებას ჩვენებაც მისცეს. რაც შეეხება უშუალოდ მისი შვილის დაკავებას, თენგიზ კალანდია მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდია „გაწირეს“. მისი მტკიცებით, მისი შვილის დაკავებას შსს-ს, პროკურატურის და პარლამენტის არაერთი მაღალჩინოსანი შეეწირება.