ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას მისი ოჯახის წევრები პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ. როგორც მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი უდანაშაულოა. საკითხის კომენტირებისას იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მისი შვილის დაკავება წელიწადნახევრის განმავლობაში არ მომხდარა. თენგიზ კალანდიას შეფასებით, ახლა მისი შვილის დაკავება ვიღაცას პოლიტიკურად აწყობს. თენგიზ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თავის შვილთან, ლუკა კალანდიასთან ერთად მივიდა. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.