თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ ბრუნდება. ამჯერად ფილმი წარმოდგენილი იქნება სექციაში „კანის კლასიკა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა - ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის.„1988 წელს „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. სექცია „კანის კლასიკა“ 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა“.