ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ბელგიაში "ოსტენდესთან" 69:75 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე "იბეროსტარს" 85:75 ჰქონდა მოგებული. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მესამე, გადამწყვეტი დაპირისპირება 18 მარტს ტენერიფეში მაყურებელთა გარეშე ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ლიეტუვური "ლეიტკაბელისის" მძლეველ "სარაგოსას" დაუპირისპირდება.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა რა დროშიც, 19 ქულა 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა,მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.