ხელფასების დაგვიანების თითოეულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება გვექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა მას დაავალა, კონტროლი განახორციელოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მუნიციპალურ ტენდერებში მონაწილე კომპანიები დასაქმებულებს ხელფასებს დროულად არ უხდიან. ალავიძის ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ხელფასი 3 თვეზე მეტი პერიოდით გვიანდებოდა, თუმცა ახლა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.