საესტრადო მომღერალს, ანსამბლ „ივერიას“ წევრ თემურ წიკლაურს დღეს კოჯორში დაკრძალავენ.
ანსამბლ “ივერიის” წევრის ნუგზარ კვაშალის ინფორმაციით წიკლაურს ლურჯი მონასტრიდან გაასვენებ სადაც ის წლების განმავლობაში სტიქაროსანი იყო და კოჯორში შვილის საფლავის გვერდით დაკრძალავენ.
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მომღერალი 75 წლის იყო.