თემურ ხვიბლიანი მის მიმართ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ხვიბლიანის განცხადებით, ეს ყველაფერი ცრუ ბრალდება და ცილისწამებაა. მისივე თქმით, მას ზუგდიდში მომხდარ ძარცვასთან კავშირი არ ჰქონია. ხვიბლიანი ასევე ადასტურებს ფაქტს, რომ მას ნათესაური კვშირი აქვს დავით ხვიბლიანთან, რომელიც ერთ-ერთია იმ მძევლებს შორის, ვინც მძარცველთან ბოლო წუთებამდე იმყოფებოდა.