კვიპროსის საჩემპიონო ექვსეულის პირველ მატჩში "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა და გასულ ტურში განცდილი მარცხის რევანში აიღო.
თავი გამოიჩინა ქართველმა შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც მეტოქეს 51-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტური გუნდი "ომონიასთან" ერთად ლიდერია და 14 მარტს მესამეადგილოსან "აპოელს" შეხვდება.