პრეზიდენტი მარგველაშვილი აკეთებს პროკურატურის საქმეს და შეითავსა პროკურორის როლი - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ადვოკატმა განაცხადა. ბექა ბასილაია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ გარკვეულ დოკუმენტაციაზე, გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტი ხელს უშლის ჯანაშიას დაცვის ეფექტიან განხორცილებას, ვინაიდან გრიფს არ ხსნის იმ განკარგულებებს, რომელებიც 2013 წლის თებერვლის შემდეგ იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოიცა და რომლის მიხედვითაც საიდუმლო ხარჯები ისევ გაიწეოდა. ბასილაიას განმარტებით, მსგავს ხარჯებს, რომლის გაფლანგვასაც თემურ ჯანაშიას ედავებიან, გასწევდა როგორც ჯანაშიას წინამორბედი ოთარ ქველიძე, ასევე მისი შემცვლელი ანზორ ჩუბინიძე.