თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"წევრი, თემურ გრიგალაშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული საგზაო ტენდერებით დაინტერესდეს. გრიგალაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საგზაო სამუშაოზე გამოცხადებულ 2 ტენდერზე საუბრობს, სადაც ე.წ. ზღვრული ფასები მნიშვნელოვნად არის განსხვავებული. მან ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურორ შოთაძეს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.