ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ბასილიას თქმით, სასამართლომ დეტალურად განიხილა მისი საქმე: დაკითხა 20-მდე მოწმე, შეისწავლა პროკურატურის და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულება და ამის საფუძველზე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, თემურ ბასილია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა 2008 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თემურ ბასილიას მსჯავრი დაედო. შეგახსენებთ, რომ თემურ ბასილია 2004 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ბასილია ქრთამის აღებაში იყო დამნაშავედ ცნობილი.