თემურ აბაზოვის საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვისა და სხვა ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა გაიმეთა. სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვებოდა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. სულეიმანოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ საქმის მოწმეებმა ცრუ ჩვენებები მისცეს მის საწინააღმდეგოდ. ის ასევე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.6 სექტემბერს მარნეულის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმდა. მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.