თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა 31 წლის მამაკაცთან ერთად გოგონაც დააკავეს. პირი, რომელმაც მამაკაცს ყელი გამოჭრა, წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. ის განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთა და კიდევ ერთ ნაცნობთან პირთან ერთად, 1983 წელს დაბადებული პირის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.