თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ექიმი-რეანიმატოლოგი, კონტანტინე მუმლაძე აცხადებს პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.სამართალდამცველს ზედა კიდურის დაზიანება აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.