თემქაზე, ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. გლდანი-ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძის განცხადებით, ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით ოთხი ჰექტარი მიწის ფართობი. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.